saqarTvelos vakeebi - muxran-saguramos vake

 

ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, კავკასიონის მთისწინეთისა და სხალტბისა და საგურამოს ქედებს შორის, მდინარეების არაგვისა და ქსნის აუზებში. სიგრძე 35 კმ. მაქსიმალური სიგანე 9 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან 650 მ.

მუხრან-საგურამოს ვაკე საქართველოს ტექტონიკურ ბელტში შემავალი მეოთხეული მდინარეული ნაფენებით ამოვსებული ახალგაზრდა სინკლინური დეპრესიაა. რელიეფი ბრტყელია, ეროზიული ფორმები მცირე სიღრმეზეა ჩაჭრილი ვაკეში. დასერილია მდინარეების ქსნისა და არაგვის განივი და ნარეკვავის გასწვრივი ხეობებით. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია; იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8°C, იანვარი - 1,1°C, ივლისი 22,1°C. აბსოლუტური მაქსიმალური 39°C, აბსოლუტური მინიმალური - 29°C. ნალექები 590 მმ წელიწადში. თითქმის მთელი ვაკე უჭირავს კულტურულ ლანდშაფტს – ბაღ-ვენახებსა და სიმინდის ყანებს. აქა-იქ შემორჩენილია მუხისა და თელის მცირე კორომები, მდინარისპირ ტუგაის ტყეები და ჯაგეკლიანი სტეპი.